„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბში მიმდინარე სეზონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ. შეიძლება ისევ წავაგოთ, მაგრამ ახლა მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით „ლივერპულს,“ რომელიც საუკეთესო გუნდია.
კარგად დავიწყეთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ვიცი, რომ ხალხი ჩვენგან 38-ვე ტურში მოგებას ელის. ყოველ სეზონში თრებლს ვერ მოვიგებთ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამის გაკეთება რთულია, არის ის, რომ ბევრი მოთამაშე გვყავდა დაშავებული.
ხანდახან თრებლის მოსაგებად ტრავმები უნდა აირიდოთ, მაგრამ ამჯერად ეს შეუძლებელია. ოსკარ ბობი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ სეზონის წინ და ის ტრავმის გამო გამოგვაკლდა. როდრი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ახლა ისიც დაშვებულია. მის გარეშე გაგვიჭირდება. ყოველი მატჩი უფრო და უფრო რთული გახდება“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.
ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩება.