ნეიმარი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ერთი წელი გაუცდა და მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ისევ დაშავდა.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-ჰილალის“ ვარსკვლავი „ესტეღლალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში შესაცვლელი გახდა. ბრაზილიელი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო და 86-ე წუთზე მოედანი დატოვა, რადგან ბარძაყის დაზიანება მიიღო.
ჯერ ტრავმის ხარისხი უცნობია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ისევ დაშავდა, „ალ-ჰილალისთვის“ შემაშფოთებელია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი არაბულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა, მაგრამ დღემდე სულ რაღაც ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა.