„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის.
მიმდინარეობს გამოკითხვა, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია და გამარჯვებული ლიგა 1-ის ოქტომბრის MVP გახდება. ზურიკოს კონკურენტები არიან პსჟ-ს შემტევი ბრედლი ბარკოლა და „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიე.
ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა და 5 გოლი გაიტანა (სამ მატჩში) - მან ჰეთ-თრიქი შეასრულა „ოსერთან“, ხოლო „ანჟერის“ წინააღმდეგ თავი დუბლით გამოიჩინა.