ლიმასოლის „არისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს.
ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ მატჩის დასაწყისში დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი 4-6 კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.
გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.