ფეხბურთი

16:47 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის ტურის სიმბოლურში

„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი უშუალოდ ჩემპიონშიფის ვებგვერდმა გამოარჩია. გიორგიმ „შეფილდ უენსდისთან“ მოგებულ მატჩში (6:2) თავი საგოლე პასით გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა სიმბოლურში.

ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 22 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, „სუონსის“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.058616