კალათბურთი

17:57 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 12-ქულიანი დებიუტი

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა “ლიგა ადეკო ოროს” ბინადარ “ლეიმა ბასკეტ კორუნიაში” ჩაირიცხა, ახალ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა და ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

ლა კორუნიელები მე-2 ტურში ელიტიდან დაქვეითებულ “ვალიადოლიდს” ესტუმრნენ და 68:77 დამარცხდნენ, ბურჯანაძემ კი 21:27 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძის დარად, სტუმრებს 12-12 ქულა შესძინეს სერბმა ალეკსანდარ პეტროვიჩმა და უნგრელმა ლასლო გაბორ დობოშმა, ყველაზე მეტი – 13 ქულა კი იამაიკელმა ხალიდ ანჯელო მუტაკაბირმა ჩააგდო.

“ლეიმა ბასკეტ კორუნიას” თითო მოგება-წაგებით 15-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი 17 ოქტომბერს “ფორდ ბურგოსის” წინააღმდეგ ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112484