ფეხბურთი

23:20 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მე-11 ტურის მატჩში „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა

დასრულდა იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „უდინეზე“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ. ტურინელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.

მე-19 წუთზე „უდინეზეს“ კარში ავტოგოლი გავიდა, რომელიც ნიგერიელ მეკარე მადუკა ოკოიეს მიაწერეს. სტუმრების უპირატესობა 37-ე წუთზე მცველმა ნიკოლო სავონამ გაზარდა.

11 მატჩის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ 21 ქულით მესამე ადგილზე დგას და 4 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ნაპოლის,“ რომელიც თავის მატჩს კვირას გამართავს „ატალანტასთან.“ შეხვედრა თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.109815