ფეხბურთი

2:00 | 2.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ფრე ლიგა 1-ში, გიორგი მიქაუტაძეს ცოტა დრო დაუთმეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში „ლიონი“ სტუმრად „ლილს“ დაუზავდა. პიერ საჟის გუნდი მე-17 წუთიდან აგებდა, როცა ჯონათან დავიდმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და წონასწორობაც აღადგინეს.

91-ე წუთზე მალიკ ფოფანამ მოახერხა თავის გამოჩენა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძე თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე მომენტი არ ჰქონია. მას მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ყველა ტურნირზე ჩატარებული, რომლებშიც 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

„ლიონი“ 15 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 ნოემბერს, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს.

0.113255