უზბეკეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ჯაბა ჯიღაურის „ნასაფმა“ სტუმრად ტაშკენტის „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველ ფეხბურთელს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩემპიონობაში წვლილი 17 შეხვედრაში 4 გოლით და 1 საგოლე პასით შეიტანა.
„ნასაფს“ 52 ქულა აქვს, სეზონის ბოლომდე სამი ტურია დარჩენილი და კონკურენტები მის დაწევას ვეღარ მოახერხებენ. „ნასაფი“ უზბეკეთის ჩემპიონი პირველად გახდა.