საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური „კოლხეთის“ და „სამგურალის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესაბამისად, ქულებიც გაიყვეს.
„კოლხეთი“ პირველივე წუთზე დაწინაურდა ლაშა კოხრეიძის გოლით, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 76-ე წუთზე ფერნანდო ბულიმ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„კოლხეთი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ კი, 33 ქულით მეექვსეა და წინ „გაგრასთან“ თამაში ელოდება.