სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში Goal Italia-ს ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
„მილანთან“ გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი გამოარჩიეს და გამოცემამ მის თამაშზე დაწერა:
„სატურნირო ცხრილში „ნაპოლის“ გასაფრენად მან გოლი თავის სტილში გაიტანა - მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ზუსტი, ძლიერი დარტყმით მენიოს გაუტანა. კიდევ ერთხელ ჩაატარა თამაში, რომელშიც ლიდერობის უნარები გამოავლინა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „მილანი“ 2:0 დაამარცხა და სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა.