ფეხბურთი

16:59 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მ 2024 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელებში ვილი სანიოლიც შეიყვანა

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ჯილდოზე 20 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლიცაა.

IFFHS წლის ბოლოს გამოავლენს საუკეთესოს ექსპერტების შეფასების შედეგად, 20 ნომინანტის სია კი, ასეთია:

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეთ საუთგეიტი (ინგლისი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), იულიან ნაგელსმანი (გერმანია), ვინჩენცო მონტელა (თურქეთი), მურათ იაკინი (შვეიცარია), ვილი სანიოლი (საქართველო), ლიონელ სკალონი (არგენტინა), ნესტორ ლორენცო (კოლუმბია), მარსელო ბიელსა (ურუგვაი), ფერნანდო ბატისტა (ვენესუელა), იეს მარში (კანადა), თომას კრისტიანსენი (პანამა), ემერს ფაე (კოტ დივუარი), ჟოზე პეშეირო (ნიგერია), უგო ბროსი (სამხრეთ აფრიკა), ბარტოომე მარკესი (კატარი), ჰუსეინ ამუტა (იორდანია), დარენ ბაჟელი (ახალი ზელანდია).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

0.119401