ფეხბურთი

15:44 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: მადრიდის „რეალი" როდრის „მანჩესტერ სიტიდან" შეძენას აპირებს

მადრიდის „რეალი" 2024 წლის „ოქროს ბურთის" მფლობელის, „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ როდრის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ AS იტყობინება.

28 წლის ესპანელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი „სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასა და სამეფო კლუბში გადასვლას შორის აირჩევს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა პაბლო ბარკერომ, რომელიც ასევე წარმოადგენს
„რეალის“ ცნობილ ყოფილ თავდამსხმელს რაულ გონსალესს და მჭიდრო კონტაქტები აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, „მანჩესტერ სიტიდან“ უკვე მიიღო შეთავაზება როდრისთვის ახალი კონტრაქტის შესახებ. თუმცა, ესპანელს, რომელიც წარმოშობით მადრიდელია, ძალიან მოსწონს მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში თამაშის იდეა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა" უარი თქვა პარიზში დელეგაციის გაგზავნაზე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჯილდოს გამარჯვებული მათი ფეხბურთელი ვინისიუსი კი არა, როდრი იქნებოდა.

0.1127