„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ტოტენჰემთან" დამარცხების (1:2) შემდეგ ამ მატჩში თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის არ მონაწილეობის მიზეზები დაასახელა.
„ეს საკმაოდ მარტივია... გეგმა იყო, რომ ჰოლანდს არ ეთამაშა ამ მატჩში. მან ბევრი იმუშავა ამ სეზონში და ვიცოდით, რომ მას არ ექნებოდა ამ კვირაში აღდგენის შანსი, ამიტომ არ მინდოდა მისი გამოყენება“, - თქვა გვარდიოლამ Sky-ზე.