ფეხბურთი

2:00 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" ინგლისის ლიგის თასიდან გავარდნენ

ინგლისის ლიგის თასს „მანჩესტერ სიტი“ მერვედფინალში გამოეთიშა. პეპ გვარდიოლას გუნდმა სეზონში პირველი მარცხი, ლონდონში „ტოტენჰემთან“ განიცადა.

საწყის 25 წუთში ტიმო ვერნერის და პაპე მატა სარის გოლებით „დეზები“ 2:0 დაწინაურდნენ და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს. „სიტიმ“ ერთი გოლი გაქვითა პირველივე ტაიმში, თუმცა მეტი ვერაფერი მოახერხა და 1:2 წააგო.

ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა „ასტონ ვილაც“, რომელიც საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა.

სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზეა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „ლესტერ სიტის“ 5:2 მოუგო, ასე რომ, რუუდ ვან ნისტელროის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ლონდონის „ჩელსი“ „ნიუკასლთან“ დამარცხდა 0:2 და ისიც დაემშვიდობა ტურნირს.

მომდევნო ეტაპზე გავიდნენ „ლივერპული“ და „არსენალი“. არნე სლოტის გუნდმა სტუმრად „ბრაიტონს“ დაძაბულ ბრძოლში 3:2 აჯობა, ხოლო „არსენალმა“ „პრესტონის“ ბარიერი ადვილად დაძლია - 3:0.

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“

„არსენალი“ – „კრისტალ პალასი“

„ნიუკასლი“ – „ბრენტფორდი“

„საუთჰემპტონი“ – „ლივერპული“

0.110641