ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ „მილანთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ჯორჯ ბესტს აგონებს:
„კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მისი შეჩერება ბევრი მცველისთვისაც რთულია. სიმართლე ისაა, რომ კვარაცხელია ტოპკლასის ფეხბურთელია. მომწონს მისი მაისურის ნომერი, ჩამოწეული გეტრები, არეული თმა, აჩქარებები, მოკლედ, ჯორჯ ბესტს მაგონებს“, - თქვა რეპიჩემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.