ფეხბურთი

21:41 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი და საგოლე პასი ქუსლით საბერძნეთის თასზე

საბერძნეთის თასის მერვედფინალში „ოფი კრეტამ“ „ვოლოსი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ლევან შენგელია გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველმა ფეხბურთელმა 25-ე წუთზე ქუსლით გააკეთა საგოლე პასი, რის შემდგომაც ედი სალსედომ წონასწორობა აღადგინა. მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე ლევანმა თვითონაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შენგელიასთვის ეს მეორე გოლია „ოფიში“, აღსანიშნავია, რომ პირველიც „ვოლოსს“ გაუტანა, ოღონდ საბერძნეთის სუპერლიგაში. გარდა ორი გოლისა, მის ანგარიშზე 5 საგოლე პასია.

0.116246