კალათბურთი

1:09 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 3 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მესამე მოგება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „სენტ ქენტინი“ 71:61 დაამარცხა. პირველი პერიოდი ესპანელებმა წააგეს, მაგრამ საკვანძო მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც 15 ქულით მოიგეს და თამაშშიც იმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 3 ქულა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ ჯგუფში 3 მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 13 ნოემბერს, სტუმრად „სენტ ქენტინს“ შეხვდება.

0.115409