ფეხბურთი

14:07 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, თქვენ რომ არა ვერასოდეს მოვიგებდი „ოქროს ბურთს“

„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების 28 წლის დაცვითმა ნახევარმცველმა როდრიმ „ოქროს ბურთის“ ნომინაციის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა, ასევე მადლობა გადაუხადა ინგლისურ კლუბს, რომელშიც ამჟამად თამაშობს.

„მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. უბრალოდ შემიძლია ვთქვა: დიდი მადლობა, თქვენ ისეთი განსაკუთრებულები ხართ, ვიცი რომ თქვენს გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. გახდე „ოქროს ბურთის“ მფლობელი ახდენილი ოცნებაა, ნამდვილი პატივია“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო როდრის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

0.141674