ფეხბურთი

0:56 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევ იაშინის ჯილდო მარტინესმა მოიგო, მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა

France Football-მა 2024 წლის საუკეთესო მეკარედ „ასტონ ვილას“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი დაასახელა.

10 ნომინანტს შორის გიორგი მამარდაშვილიც იყო, თუმცა, ქართველ მეკარეს ლევ იაშინის სახელობის ჯილდო არ ერგო. მარტინესმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და პირველია, ვინც ეს შეძლო. ზოგადად, France Football-ი 2019 წლიდან ასახელებს წლის საუკეთესო მეკარეს და იაშინის ჯილდო აქამდე ალისონმა, ჯანლუიჯი დონარუმამ, ტიბო კურტუამ და ემილიანო მარტინესმა (ორჯერ) მოიგეს.

რაც შეეხება მამარდაშვილს, 24 წლის ქართველ მეკარეს საბოლოოდ, მე-7 ადგილი ერგო. 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული ასეთია:

1. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

2. უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი)

3. ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა)

4. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია)

5. მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი)

6. იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია)

7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო)

8. დიოგო კოშტა (პორტუ, პორტუგალია)

9. უილიამს რონვენი (მამელოდი სუნდოუნსი, სამხრეთ აფრიკა)

10. გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შვეიცარია)

0.115866