საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გორის „დილამ“ 30-ე ტურში „თელავთან“ მარცხი განიცადა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
მატჩის დასაწყისში, მე-11 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა გოლი, რომელიც ერთადერთი გამოდგა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გორელებს შეიძლება ეს წაგება ძალიან ძვირად დაუჯდეთ.
„დილა“ 58 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 3 ქულით ჩამორჩა, მომდევნო ტურში კი, კიდევ ერთ კონკურენტს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „თელავმა“ 27 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და მეცხრე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ ეთამაშება.