„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქე კარგ ფორმაშია და სკუდეტოს მოგების პრეტენდენტია, მაგრამ „მილანიც“ ძლიერია.
„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, რასაც სატურნირო ცხრილიც ადასტურებს, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ისინი კარგ ფორმაში არიან, პირველ ადგილზეა და მოტივაციაც აქვთ. თუმცა, ჩვენც კარგ ფორმაში ვართ.
ამჟამად „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და იმ გუნდებშია, რომლებსაც სკუდეტოს მოგება შეუძლიათ. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოგების შანსი ჩვენც გვაქვს, რადგან ძლიერი გუნდი ვართ, ვიზრდებით და უნდა ვიყოთ ის გუნდი, რომელიც სკუდეტოსთვის იბრძოლებს.
„მილანს“ და „ნაპოლის“ განსაკუთრებით სახიფათო ფეხბურთელები ფლანგებზე ჰყავთ“, - აღნიშნა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანის“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.