საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზურიკო დავითაშვილი მოხვდა. „სენტ ეტიენის“ შემტევი Whoscored-მა გამოარჩია.
აღნიშნული საიტის ვერსიით, ზურიკოს 7.7 ქულის შეფასება ერგო და საუკეთესო 11-ეულშია. დავითაშვილმა გასულ უიქ-ენდზე „ანჟერთან“ დუბლი შეასრულა. ამ გამოცემის ვერსიით სიმბოლურში გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა, რომელმაც 8.45 ქულის შეფასება მიიღო.
„ლიონის“ ფორვარდი სიმბოლურში ვებგვერდ Maxifoot-ის ვერსიითაც მოხვდა, რომელმაც თავის მხრივ დავითაშვილი არ გამოარჩია. მიქაუტაძემაც მეცხრე ტურში დუბლი შეასრულა „ოსერის“ წინააღმდეგ.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.