ფეხბურთი

1:52 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ზეწოლა ჩემზე არ მოქმედებს, არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ზოგიერთები უნდა გავაჩუმო"
"ლიონში" გოლების გატანა ჩემი ოცნება იყო, რომელიც უკვე რეალობაა"

„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოსერთან“ დუბლის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა შემტევმა თავის საყვარელ გუნდში პირველი გოლები გაიტანა და პირადი თამაშით კმაყოფილი იყო, მაგრამ შედეგით - არა. მან ისიც თქვა, რომ კრიტიკოსები უნდა გააჩუმოს.

„პენალტის წინ ცივ გონებას ვინარჩუნებ, არ ვაქცევ ყურადღება ირგვლივ რა ხდება და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ გოლი უნდა გავიტანო. ეს მჭირდებოდა, მიყვარს გოლების გატანა, ეს ყველას ახარებს და მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მოვახერხე გოლის გატანა ჩემს მშობლიურ კლუბში, ეს ოცნება იყო და ახლა უკვე ავიხდინე. მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ. გოლები ჯერ კუთხურიდან და შემდეგ რიკოშეტით გავუშვით, ასეთი მატჩების მოსაგებად საჭიროა მატჩის მოკვლა ვისწავლოთ.

იდეალური საღამო ჩემთვის არ ყოფილა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელიც ინდივიდუალურად ჩავატარე. ასე უნდა გავაგრძელო. არავითარი ზეწოლა არ არსებობს ჩემზე, მშვიდად ვარ. ბევრი საუბარი მსმენია ჩემს შესახებ და იმაზე, რაც ფეხბურთს მიღმა ხდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. რკინის გონება მაქვს, უნდა გავაგრძელო მუშაობა, რომ ზოგიერთები გავაჩუმო“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. „ლიონი“ ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 ნოემბერს, „ლილს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.143592