„ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ვალენსიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი ქართველ მეკარეს კარგად იცნობს, სწორედ მან მისცა გიორგის „ვალენსიაში“ დებიუტის საშუალება და შემდეგ ნდობაც საბოლოოდ გამოუცხადა:
„გიორგის სეივი რომ არა, თამაშს მოვიგებდით. მან აჩვენა, რომ შესანიშნავი მეკარეა. პირველი სეივი ძალიან რთული იყო, მიწიდან მოიგერია, მაგრამ მეორე უფრო, რითაც შეგვეძლო მოგება. მას ვიცნობთ, ვიცით, რისი უნარიც აქვს“, - აღნიშნა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 7 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.