სხვა

1:39 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "რაც მოხდა, ხშირად ვერ ნახავ, ზეწოლა ნოკაუტამდე გავაგრძელე"

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა. ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა:

„გულწრფელად, არ ვიცი, რა ვთქვა. მაქს ჰოლოვეის მსგავსი ლეგენდის დამარცხება არის ის, რისი დაჯერებაც მიჭირს. ის ჩემს კარიერაში ინსპირაცია იყო, შესანიშნავი მაგალითია ახალი თაობისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ახალ თაობას წარმოვადგენ. ვიმედოვნებ, რომ ვიქნები მაგალითის მცირე ნაწილის მიმცემი მაინც ახალი თაობისთვის, როგორც ჩემთვის მაქსი იყო, რომელიც ნამდვილი კაცია.

ბევრი დარტყმა მივაყენე, შემდეგ მან ნაბიჯების უკან გადადგმა დაიწყო, ამას მაქს ჰოლოვეიში ხშირად ვერ ნახავ. დავინახე სახეზე და ვგრძნობდი, რომ ნოკაუტით მოგება შემეძლო. ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ გამეგრძელებინა ზეწოლა და ასეც მოვიქეცი, შედეგად, ნოკაუტიც მოვიდა.

ახლა არავისთან ჩხუბი არ მინდა, მაგრამ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ტიტული შვიდჯერ დაიცვა და თუ ვინმე ამას იმსახურებს, სწორედ ის იმსახურებს. ლამაზი ოჯახი მყავს, დალოცვილი კაცი ვარ. მინდა, ოქტაგონიდან გავიდე და გამარჯვება ჩემს ხალხთან ერთად ვიზეიმო“, - თქვა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონია და შესაბამისად, პირველია, ვინც ქამარი დაიცვა.

0.117948