ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ „სარაგოსა“ 110:86 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ლეიმა კორუნია“ 2 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, „ბარსელონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.