სხვა

0:58 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დომინანტი ილია თოფურია - ქართველმა მაქს ჰოლოვეის კარიერაში პირველი ნოკაუტი აგემა

UFC 308 შედგა! ქართველმა ჩემპიონმა კი ქამარი შეინარჩუნა! შეინარჩუნა და თან როგორ?! აბუ დაბიში მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი იყო.

საოცარი ბრძოლა მესამე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა. ალესანდრ ვოლკანოვსკის შეmდეგ ახლა უკვე ჰოლოვეი. ქართველი მთელი ბრძოლის მიმდინარეობისას დომინანტი იყო და პირველი ორი რაუნდიც მოიგო. თუმცა, ეს ბრძოლა ასეთ დასასრულს იმსახურებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელი (ჰავაელი) მებრძოლი მთელი კარიერის განმავლობაში არათუ ნოკაუტში, არამედ ნოკდაუნშიც არასდროს ყოფილა და პირველად მისი დანოკაუტება სწორედ ქართველმა - ილია თოფურიამ შეძლო.

ამრიგად, საქართველოს UFC-ში კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს: ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი. ელ მატადორს დარბაზში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, მათ შორის იყო ესპანელი ლეგენდა სერხიო რამოსი. ხშირად ისმოდა სკანდირება - ილია, ილიაა და საქართველო.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ რინგზე ალექსანდრ ვოლკანოვსკის უთხრა, რომ რემატჩს იმსახურებს, ხოლო ქართველის მომდევნო მეტოქედ ასევე დიეგო ლოპეზი მოიაზრება.

ილია თოფურია კვლავაც დაუმარცხებელია, მას შერეულ ორთაბრძოლებში 16 ბრძოლიდან, 16 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

0.129581