გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ვერდერმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ნახევარი საათის თავზე სტუმარმა ვიკტორ ბონიფეისმა გახსნა ანგარიში. მთავარი მოვლენები კი ბოლო წუთებზე განვითარდა. ჯერ სამი წუთის ინტერვალში გავიდა ორი გოლი, ჯერ მარვინ დუკშმა გაათანაბრა და თითქმის მაშინვე ფელიქს აგუმ საკუთარ კარში შეაგდო და ლევერკუზენელები ისეც წინ გავიდნენ.
ჩაბი ალონსოს შეგირდებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 90-ე წუთზე რომანო შმიდტმა მაინც დალაშქრა ლუკაშ გრადეცკის კარი და მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
8 თამაშის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი „ბაიერი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა, 12-ქულიანი „ვერდერი“კი მე-9 ადგილზე დგას.
ლიდერი „ლაიპციგი“ გახლავთ, რომელმაც დღეს, 26 ოქტომბერს, „ფრაიბურგი“ დამაჯერებლად დაამარცხა - 3:1.
„ბაიერნი“ თავის მატჩს კვირას ითამაშებს სტუმრად „ბოხუმთან“ და თუ გაიმარჯვა, ლიდერს დაეწევა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. 26 ოქტომბერი: შტუტგარტი - ჰოლშტაინი 2:1, ლაიპციგი - ფრაიბურგი 3:1, აუგსბურგი - დორტმუნდი 2:1, ზანქტ პაული - ვოლფსბურგი 0:0, ვერდერი - ბაიერი 2:2