იტალიურმა „ჯენოამ“ 34 წლის თავდამსხმელ მარიო ბალოტელისთან კონტრაქტის გაფორმების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ზე(ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, ფორვარდი კონტრაქტს 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს. ფეხბურთელის ხელფასი 250 ათასი ევრო + ბონუსი იქნება.
ამ დროისთვის ფორვარდი „ადანადან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსშია. თურქეთის სუპერლიგის გასულ სეზონში ფეხბურთელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.