მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს.
„გუნდი კარგ ფორმაშია, ბიჭები მოტივირებული არიან. „ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია. ფეხბურთის დღესასწაულია და გვინდა კარგი შოუ მოვაწყოთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე.
„ბარსელონას“ ძალიან მკაფიო თამაშის სტილი აქვს, თამამი გუნდია და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. ასეთ მატჩებში ფავორიტი არ არსებობს, არ ვიცი ვინაა ფავორიტი. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წავა თამაში“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.