კალათბურთი

12:46 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორლანდომ ნბა-ს სეზონი მაიამისთან მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

ნბა-ს სეზონი გამარჯვებით გახსნა გოგა ბითაძის ორლანდომ. ფლორიდულ დერბიში მეჯიქმა მაიამი ჰითი 116:97 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მატჩშიც ეპიზოდური მონაწილეობა მიიღო. ბითაძემ მოედანზე 5 წუთი გაატარა და ამ დროში 2 მოხსნის მოგროვება მოახერხა.

ბითაძემ ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა არაზუსტად. დასანანია, რომ გოგამ მატჩის მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. სასტარტო ცენტრი კი ვენდელ კარტერი გახლდათ, რომელმაც 27 წუთში 8 ქულა, 14 მოხსნა2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო შედეგი პაოლო ბანკერომ დააფიქსირა – 33 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი.

მომდევნო მატჩი ორლანდოელებს 26 ოქტომბერს, შინ მემფისთან ელით.

gbf.ge

0.11177