სხვა

11:25 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა არის სოციალური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

სოციალური ჯანმრთელობა - როცა ფიზიკური ჯანმრთელობა მოიცავს ჩვენს სხეულს და მენტალური ჯანმრთელობა ჩვენს გონებას, სოციალური ჯანმრთელობა საზოგადოებაში - ოჯახის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანის გარემოცვაში ჩვენს კარგად ყოფნას გულისხმობს.

სოციალური ჯანმრთელობა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ეს არის ემოციური სტაბილურობა, რადგან ძლიერი სოციალური კავშირები ემოციურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. როცა ვართ სოციალურად აქტიურები, გვიყალიბდება განცდა, რომ ვართ ამ სამყაროს ნაწილი, ვართ მიღებული და აღიარებული.

ამიტომ აუცილებელია ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს კავშირებზე ვიზრუნოთ.

რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ:

  • მუდამ გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს მეგობრებთან და ოჯახთან;
  • გაიცანით ახალი ადამიანები;
  • იყავით კარგი მსმენელი, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს ურთიერთობებს;
  • იზრუნეთ საკუთარ თავზე - თუ საკუთარ თავთან თავს კარგად იგრძნობთ, სხვასაც გადასდებთ პოზიტივს.

და ბოლოს...

სოციალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულსა და გონებაზე. მყარი ურთიერთობების შექმნა ბედნიერი, ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.

®

0.347876