ფეხბურთი

10:26 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ,“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ჩეხეთის „სპარტასთან“ (5:0) გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ, ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიის ახალი სატურნირო რეკორდი დაამყარა.

„მანჩესტერ სიტი,“ ესპანელი სპეციალისტის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ახლა 26-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. მხედველობაში მიიღება თამაშები 90 წუთის განმავლობაში წაგების გარეშე, რაც ასევე ეხება ტურნირის ფლეი-ოფის შეხვედრებს. ადრე რეკორდი ინგლისის სხვა გუნდს - „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნოდა. შოტლანდიელი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, „წითელმა ეშმაკებმა“ ზედიზედ 25 წაუგებლი მატჩი გამართეს.

სამი მატჩის შემდეგ „ქალაქელებმა" შვიდი ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან.

0.117908