გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლისაბონის „სპორტინგთან“ მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშა.
ქართველი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე არ გასულა, რაც გასაკვირი იყო, რადგან ის „შტურმის“ შეუცვლელი ფეხბურთელია.
თუმცა, როგორც ავსტრიული მედია იტყობინება, „გრაცერთან“ შეხვედრაში, რომელშიც მან დუბლი შეასრულა, ფეხში დარტყმა მიიღო და 100%-ით მზად არ იყო „სპორტინგთან“ შეხვედრისთვის.
შეგახსენებთ, რომ „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სამივე თამაში წააგო და უქულოდაა.