ხელბურთში, ევროპის ლიგის მესამე ტურში „გუმერსხბახმა“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, „ტულუზი“ საკუთარ მოედანზე 33:26 დაამარცხა.
ქართველმა ხელბურთელმა ისევ კარგი თამაში ჩაატარა და თავის გუნდს 4 გოლით დაეხმარა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ხოლო მეორე ნახევარში გერმანელებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
„გუმერსბახი“ ჯგუფში სამი მოგებით ლიდერია და მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, სტუმრად „ტულუზს“ დაუპირისპირდება.