„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ბრიუგესთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ფრანჩესკო კამარდაზე ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.
„კამარდამ დაიმსახურა ის მომენტი, რომელიც დღეს განიცადა. ვწუხვარ, რომ VAR-მა მისი გოლი გააუქმა, მაგრამ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ყველაფერს იმსახურებს და ძალიან კარგად ვარჯიშობს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ბევრ გოლს გაიტანს“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო კამარდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა (16 წლის და 226 დღის ასაკში).