ფეხბურთი

12:25 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო კამარდას რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

„მილანის“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კამარდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

კამარდა „ბრიუგესთან“ მატჩში შეცვლაზე ჩაერთო და მისი დებიუტი 16 წლისა და 226 დღის ასაკში შედგა. ფრანჩესკომ მოიზე კინის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 16 წლისა და 268 დღის ასაკში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ კამარდამ გოლიც გაიტანა, რომელიც თავიდან ჩაითვალა, ძალიან ემოციურად იზეიმა, როგორც მან, ისე მთელმა სტადიონმა, მაგრამ VAR-მა გოლი თამაშგარის გამო გააუქმა.

0.134676