ფეხბურთი

2:00 | 23.10.2024 | ნანახია 1560 - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ისევ დამარცხდა, წიტაიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-11 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლიდს იუნაიტედს“ ესტუმრა და 1:2 წააგო.

„უოტფორდმა“ ორი გოლი საწყის 7 წუთში გაუშვა და მერე გაუჭირდა თამაშის მობრუნება. მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინეს. ჩაკვეტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-11 ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ სტუმრად „კასტელონი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და 65-ე წუთიდან ითამაშა. „გრანადა“ ძალიან კარგ ფორმაშია, ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 19 ქულით უკვე მეორე ადგილზეა, არადა, ცოტა ხნის წინ გასავარდნ ზონასთან იყო ახლოს, სანამ მწვრთნელს შეცვლიდნენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:14 | 03.05.2020
dinamo222 (8587)

ამდენი სტატიის გადმობეჭვდის მაგივრად ჯობია ის გაარკვიოთ გენტის შეფები ისევ 25 მილიონად აფასებენ თუ დაუკლეს ფასი ? კორონამდე 25 მილიონად აფასებდნენ და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარაფერი ისმის არვ გენტის საიტზე და არც სხვაგან

21:11 | 03.05.2020
dinamo222 (8587)

აიაქსი ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ თავისი თუ აგენტის თუ კიდევ ვიღაცის სისულელის გამო კიდევ 3 წელი იქნება იმ ყანა გენტის საკუთრება და ხელფეხშებოჭილი @ აიაქსი კი არა ხვალ მისი საყვარელი რეალის ვარიანტი რომ გამოუჩდეს გენტი იმხელა ფასს დაადებს რომ რეალსაც კი ეძვირება და არ იყიდის @

19:56 | 02.05.2020
mushni (93569)

ტრაპზონი ან ლაციო ჩემი აზრით

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060925
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1560