ფეხბურთი

12:53 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმომ შესაძლოა „ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვოს

„ბარსელონას“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი დანიელ ოლმო შესაძლოა „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში მინდორზე ვერ გავიდეს - წერს ესპანური Diario Sport სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, კლუბის ექიმებს ეშინიათ ტრავმის განმეორებისა, ამიტომ ნახევარმცველს არ უთამაშია ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩში „სევილიასთან“ და შესაძლოა, არც მომდევნო მატჩში გავიდეს მოედანზე.

შეგახსენებთ, დანიელ ოლმომ ბოლოს ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის „ჟირონასთან" მატჩში ითამაშა (4:1). სწორედ ამ თამაშში მიიღო ტრავმა.

„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს გაიმართება ბარსელონაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.113869