ფეხბურთი

10:26 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შახტარის“ მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის „არსენალთან“ მატჩზე გამგზავრების პრობლემებზე ისაუბრა

„შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ჩემპიონთა ლიგის „არსენალთან“ მატჩის წინ გუნდის რთულ გზაზე ისაუბრა.

„ამას პრობლემასაც არ დავარქმევ. წარმოუდგენელია, რამდენის გადალახვა გვიწევს გასვლით მატჩებში მონაწილეობისთვის. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის სტუმრად ვთამაშობთ, სამწუხაროდ. დიახ, ჩვენი მოგზაურობა 13 საათს გაგრძელდა და ძალიან რთული გზა იყო. ამას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

მაგრამ ამავე დროს, ძალიან მოტივირებულები და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულები ვართ. ამას საწუწუნოდ არ გეუბნებით. ეს არის უბრალოდ ის, რასაც ყოველ ჯერზე ვაწყდებით. შესაძლოა, ჩვენ ვართ ერთადერთი კლუბი ამ დონეზე, რომელიც ასეთ პირობებში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ეს ართულებს ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ აქ სათამაშოდ და წარმატების მისაღწევად ჩამოვედით“, - განაცხადა პუშიჩმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„არსენალისა“ და „შახტარის“ მატჩი დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „შახტარში“ საქართველოს ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი თამაშობს.

0.126431