იტალიურმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ემპოლისთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი ნეიმარის პენალტებს შეადარა.
როგორც გამოცემა წერს, მსგავს სტილში თერთმეტმეტრიანებს პსჟ-ში თამაშის დროს ნეიმარი ასრულებდა:
„პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნის დროს პენალტებს ასეთ სტილში ნეიმარი ასრულებდა. თითქმის სიარულით, მაგრამ პაუზის გარეშე. ბალანს დაკარგული მეკარის კარის ბადეში ბურთი ნელ-ნელა შევიდა. ლამაზი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეფექტური პენალტი. კვარას იტალიაში ყველა პენალტი გასვლით მატჩებში აქვს გატანილი“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.