საქართველოს ნაკრებისა და „ომონია არადიპუს“ მეკარემ, გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო.
ქართველი კიპერი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩში დაშავდა და 63-ე წუთზე შეცვალეს. მან ბარძაყის ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც გაირკვა, დაზიანება საგანგაშო არაა და შეიძლება მომდევნო მატჩშივე ითამაშოს.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.