კალათბურთი

21:37 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 2 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში „ტენერიფემ“ „გრანადა“ დაძაბულ ბრძოლაში 86:75 დაამარცხა. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი იყო, რომელიც კუნძულელებმა 9 ქულით მოიგეს.

გიორგი შერმადინმა 10 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მხოლოდ ერთი ორქულიანი ისროლა, რომელიც ზუსტი იყო.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში ორი მოგებით და ერთი წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 27 ოქტომბერს, „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.

0.11618