„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ემპოლისთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, პირველ ნახევარში ყველამ ცუდად ითამაშა და უკმაყოფილო იყო, მაგრამ მეორე ნახევრით კმაყოფილი დარჩა.
„კვარაზეც იგივე შეფასება აქვს, როგორც ყველა დანარჩენზე. პირველ ტაიმში კარგი არავინ იყო, მეორე ტაიმში ყველამ უკეთ ითამაშა. მიზანია, შევქმნათ კონკურენცია, რათა, ვინც თამაშობს, იცოდეს, რომ მის უკან არის სხვა, ვისაც შეუძლია მისი შეცვლა და თამაში.
პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეორე ნახევარში გოლი და მოგება დავიმსახურეთ. შეიცვალა ბურთის ფლობა და შეტევაში ჩვენი მოქმედება, უფრო აგრესიულები გავხდით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.