ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნეიმარი ფეხბურთს უბრუნდება. ბრაზილიელი მძიმე ტრავმისგან გამოჯანმრთელდა.
ნეიმარი „ალ-აინის“ წინააღმდეგ „ალ-ჰილალის“ განაცხადშია და შეიძლება მოედანზეც გავიდეს.
მან ბოლოს ერთი წლის წინ, სწორედ ოქტომბერში ითამაშა და მას შემდეგ უფეხბურთოდ იყო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა და ტრავმამდე მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.