„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მას არაფერი კონკრეტული არ უთქვამს, უბრალოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი კლუბის სურვილია და არა ფეხბურთელების.
„ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენ გვყავს, „ნაპოლიში“ მანამ დარჩებიან, სანამ ეს ჩვენ გვინდა. არასდროს ყოფილა პრობლემა ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება, ეს წარსულშიც დავამტკიცეთ. ყოველთვის პატივს ვცემთ ფეხბურთელების სურვილებს, მაგრამ ფეხბურთელებმაც პატივი უნდა სცენ ჩვენს ინვესტიციებს. ფეხბურთელების სურვილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე კლუბისაც“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.