ფეხბურთი

23:07 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„კოლხეთი“’ „სამტრედიას“ დაუზავდა. ლიდერები კვირას ითამაშებენ

დღეს, 19 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამომ“ 5:1 დაამარცხა აუტსაიდერი „თელავი,“ ფოთის „კოლხეთი“ და „სამტრედია“ კი ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.

29 მატჩის შემდეგ, „დინამო“ მე-5 ადგილზეა (38 ქულა), „თელავი“ ბოლო - მეათეზე (24 ქულა). 30-ქულიანი „კოლხეთი“ მე-7 ადგილზე დგას, „სამტრედიამ“ 26 ქულა მოაგროვა და ბოლოსწინა - მე-9 ადგილზეა.

კვირას, 20 ოქტომბერს, ლიდერები ითამაშებენ. მესამეადგილოსანი „იბერია“ პირველ ადგილზე მყოფ „ტორპედოს“ უმასპინძლებს, მეორეადგილოსანი „დილა“ კი - „სამგურალს.“

0.118281