ავსტრიის ბუნდესლიგის მეათე ტურში „შტურმმა“ გრაცულ დერბიში „გრაცერი“ 5:2 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი დუბლი შეასრულა.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე მან ორჯერ გაიტანა: ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა თავი, ხოლო შემდეგ მე-80 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„შტურმი“ 22 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, „ლასკს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 22 ოქტომბერს, „სპორტინგს“ უმასპინძლებს.