სხვა

10:28 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 4 გოლი ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის (ხელბურთი) მეშვიდე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე „აისენახი“ 34:32 დაამარცხა.

ქართველმა ხელბურთელმა ამ გამარჯვებაში წვლილი ოთხი გოლით შეიტანა. გიორგი კარგ ფორმაშია და მოედანზე ყოველთვის გამორჩეულია.

„გუმერსბახი“ ბუნდესლიგაში 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, „პოტსდამს“ სტუმრად შეხვდება.

0.107625